Saturday, June 25, 2016


         მე-6 დღის რეფლექსია

მე-6 დღე მეტად შინაარსიანი და დატვირთული იყო. განვიხილეთ მოსწავლის პრეზენ-ტაციის გაკეთების პრინციპები. ტრენერმა ყურადღება გაგვამახვილებინა იმაზე, რომ
ჯერ ხდება ჩექლისტის ჩამოყალიბება და შემდეგ ვაკეთებთ პრეზენტაციას. შევეხეთ
მოსწავლეთა პროექტების შეფასებას და მათ ჩართვას შეფასების პროცესში.
     ვისწავლეთ დრაივის გახსნა და საქაღალდეების შენახვა.
    დიდი მადლობა გიორგის დახმარებისთვის!
                        .

Tuesday, June 21, 2016

მე-5 დღის რეფლექსია

განვიხილეთ  და ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება                                                              
 1. თემის სათაური
 2. პროექტის შინაარსი
 3.პროექტის მიზნები და შედეგები.
 4.პროექტის მიმდინარეობა.
 5. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
 6.შეფასებები.

ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა ბლოგში.

Saturday, June 18, 2016

მე-4 დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ ბროშურის შექმნა, თუ როგორ უნდა ჩავსვათ სურათი ბროშურაში.
აგრეთვე განვიხილე პროექტის შეფასების 5 სტრატეგია.
    1.მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრატეგიები.
    2.წახალისების, თანამშრომლობის უნარის  შესაფასებელი სტრატეგიები.
    3.პროგრესის მონიტორინგის სტრატეგია.
    4.სტრატეგიები გაგების შემოწმებისა მეტაშემეცნებით წახალისებისათვის.  
    5. გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები.
     დიდი მადლობა გიორგის!

Thursday, June 16, 2016

მე-3 დღის რეფლექსი

დღეს განვიხილეთ ბროშურის ჩეკლისტი. ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება. შევადგინეთ ჩემი პროექტის ,,წიგნი თუ კომპიუტერი?,, კითხვები. ზოგადი კითხვა; შეცვლის თუ არა კომპიუტერი წიგნს? თემატური კითხვა:1. რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნის კითხვა?  2.კომპიუტერი არის გასართობი საშუალება თუ ცოდნის შეძენის წყარო? 3. როგორ მოქმედებს კომპიუტერი ბავშვის ჯანმრთელობაზე? შინაარსობრივი კითხვა; კომპიუტერს სწავლისთვის უფრო იყენებთ თუ სათამაშოდ?

Thursday, June 9, 2016

მე-2 დღის რეფლექსია

ჩემი პროექტის ,,წიგნი თუ კომპიუტერი,,განხილვა. ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა და ბლოგის შექმნა, რაც ძალიან მომეწონა. მომავალში  ვეცდები ასე საინტერესოდ გამოვიყენო და დავაინტერესო ბავშვებიც.